რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, იერიშის შედეგად 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. 21-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მე-10 სართულიდან მე-17 სართულამდე არსებული ბინები დაზიანდა“, – აღნიშნა ლისაკმა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და დაშავებულებს საჭირო დახმარებას უწევენ.