რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობა შეწყდება.
ლავროვის ინფორმაციით, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალების დახურვა გერმანიის მიერ ბერლინში „რუსული სახლის“ მუშაობის შეჩერების საპასუხო გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, დაიხურება. მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, – აღნიშნა ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
გოეთეს ინსტიტუტის დახურვის შესახებ განცხადება გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავების ფონზე გაკეთდა.
შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია.
მომხდარის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში შეწყდება „რუსული სახლის“ მუშაობა, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.