ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.
ამის შესახებ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოს“ შორის, რომელიც „ჯივინოსტატის“ მწარმოებელია, მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 31 ივლისს გაფორმდა.
„31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.