საუდის არაბეთში „ჰუსიტების“ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 73 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკი ტურკი ალ-მალქის ცნობით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს. „კოალიცია ყველა საჭირო ოპერატიულ ზომას მიიღებს ამ ტერორისტული დაჯგუფების შესაჩერებლად“, – განაცხადა კოალიციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები ივლისში განაახლეს, მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ გამოაცხადეს.