ინდონეზიაში, იავის ზღვაში, სამგზავრო გემის გადაბრუნების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 129 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა კვირას მოხდა. გემს ქალაქ სურაბაიადან ბანჯარმასინის მიმართულებით 243 მგზავრი გადაჰყავდა, როდესაც ის იავის ზღვაში გადაბრუნდა.

ინდონეზიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 108 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

დაკარგულთა მოსაძებნად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოპერაციაში 600-ზე მეტი მაშველი და 12 გემია ჩართული.