რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზე ავიაბომბებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი თვის ბავშვი.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ავიადარტყმის შედეგად ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლი განადგურდა. კიდევ ხუთი კერძო სახლი და ერთი ავტომობილი დაზიანდა.

სინეგუბოვის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მუშაობენ.