აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემას. პრეზიდენტმა აღნიშნულ კითხვაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საუბარია რაკეტების „ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ ვერსიაზე“.

„ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ნაკლებად მაღალტექნოლოგიური ვერსია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.