შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთში დიზელის საწვავის საწარმოებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ განახორციელოს.

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ირლანდიიდან აშშ-ში დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

„პრობლემა, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით მაქვს, იმაში მდგომარეობს, რომ ახლა დიზელის საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. დიზელის საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან მოდის. რუსულ საწარმოებზე კი უკრაინის მხრიდან დარტყმები ხორციელდება. ვთხოვე პრეზიდენტ ზელენსკის, დიზელის საწვავის საწარმოებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მსგავსი პოზიცია ირლანდიაში ყოფნის დროს, კვირასაც დააფიქსირა.

„ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, უამრავი სხვა სამიზნეა, მაგრამ ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.