რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის ოლქებში დრონებით თავდასხმების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, იერიშების შედეგად ხანძარი ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ მიხაილოვკაში მდებარე საწარმო „სებრიაკოვცემენტის“ ტერიტორიაზე და სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
სამარის ოლქში დრონებით თავდასხმამდე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ბერიევის სახელობის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსზე შესაძლო სარაკეტო დარტყმის შესახებ.