რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დარტყმა სოფელ სტარაია გნილიცაში მდებარე ფერმაზე განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომლები არიან.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.