სანქტ-პეტერბურგში, კონსტანტინეს სასახლეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა მიმდინარეობს–
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტია.
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს სანქტ-პეტერბურგში შეხვედრის დაწყებისას განუცხადა, რომ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი თავისუფალია . სტივ უიტკოფმა პუტინს აშშ-ის მოქალაქის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, 74 წლის სტივენ ჰაბარდს 2024 წელს მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლისთვის 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.