საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.   „ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის   პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა”  – აღნიშნულია ინფორმაციაში.