“ „ნაციონალურმა მოძრაობა“ აღარ იყო ამ ალიანსში, სადაც აღარ ვიყავით, იქიდან როგორ უნდა გამოვერიცხეთ ვინმეს, როგორ უნდა ვყოფილიყავით იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ, “ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.   მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში ამბობდა, რომ ალიანსში თავს ვერ ხედავდა და არც აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.    ჟურნალისტმა ირაკლი ფავლენიშვილს კითხვა დაუსვა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე, სადაც ფედერალისტების ლიდერი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“ გარიცხეს. კითხვის საპასუხოდ ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გარიცხავდნენ იმ ალიანსისდან, რომელშიც პარტია უკვე აღარ იყო.   ცნობისთვის,  ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის წინ Facebook გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.