ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია. აღნიშნულის გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო – სამაშველო დანაყოფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა. არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.