“ გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს,” – ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს.  „ამერიკის საზოგადოებამ ხმა მისცა სიძულვილის წინააღმდეგ. მაჩიზმის წინააღმდეგ. კლიმატის ცვლილების უარყოფის წინააღმდეგ და ელიტების პრივილეგიების წინააღმდეგ“, – წერს  სანჩესი X-ზე.  მისი თქმით, „ეს მოხდა ბრაზილიაში. ეს ახლახან აშშ-ში მოხდა და მალე ესპანეთშიც მოხდება“.

ცნობისთვის, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება.