4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან გლდანის პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დატოვა.

ჩხვირკიას თავდაპირველად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პროკურატურა მას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. ახალი პირობებით, მას რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ორი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

შეთანხმების შედეგად, ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

საქმე 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და მის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.