აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“.  “ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება”, – აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება.

ამასთაბ, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცრუ იმედს აძლევს და დროს აჭიანურებს, ტრამპმა უპასუხა:

“არა, ასე არ ვფიქრობ. რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა”.