“ სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს,” – ამის შესახებ რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების სახელმწიფოების მეთაურების სამშვიდობო დეკლარაციაშია აღნიშნული. დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2026 წლის 19 ნოემბერს შენჟენში შეხვედრა გამართეს. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ვითარების აქტუალურ საკითხებზე და დაადასტურეს სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი ერთგულება. „გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა – რუსეთმა, ჩინეთმა და აშშ-მა – დაადასტურეს გაეროს რეფორმირებისადმი ერთგულება, რათა ორგანიზაციამ უფრო ეფექტიანად შეძლოს გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება და შეესაბამებოდეს თავის უმთავრეს მისიას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
სამი სახელმწიფო გეგმავს ნავთობგადამუშავების პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდას ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ. მათ დაადასტურეს ენერგომომარაგების სტაბილურობის მნიშვნელობა.
სამი სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფოების თანხმობის პრინციპსა და სახელმწიფოთა ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ისინი თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა სტრუქტურებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილებები. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება და ის არასოდეს უნდა გაჩაღდეს. სამი ქვეყანა ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის საკითხებზე დიალოგს გამართავს”, – აღნიშნულია დეკლარაციაში. დოკუმენტის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ჩინეთს მადლობა გადაუხადეს ამ ისტორიული სამმხრივი სამიტის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთამნეთს 19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში შეხვდნენ. შეხვედა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.