“გუშინდელმა ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, “– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა სამსახურს, რომლებიც საძმებრო-სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული. პრემიერის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე ზრუნავენ ექიმები. მადლობა მათ. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მადლობა ყველას, ვინც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მეხანძრე-მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ“, – აღნიშნა პრემიერმა.