ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის  მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.

გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.

პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს.

მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგობის  დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.