ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ხელფასებისა და პენსიების გაზრდის მოთხოვნით გამართული აქციაზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილე განათლების და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რის შედეგადაც შეტაკება მოხდა. შეტაკებისას მასწავლებელთა პროფკავშირის ერთ-ერთი ლიდერი დაშავდა. აქციის მონაწილეები ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ.