ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

31 წლის ილია ისაევი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა. ტრაგედიას შვიდი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.