რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქალაქ ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაიღუპა ორი ადამიანი.
რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქზეც. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმები უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესახებ მიმდინარე საერთაშორისო განხილვების ფონზე განხორციელდა.
უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.