საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა  მინისტრი   მაკა ბოჭორიშვილი  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.   კერძოდ, საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, 29-30 ნოემბერს,  მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სტრატეგიულ არაფორმალურ შეხვედრაში.

 მათივე   ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.