აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანაშემწეებთან პირად საუბრებში ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი მსჯელობს, „გამოაცხადოს თუ არა ირანთან ომი დასრულებულად“, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-სა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდა.
WSJ-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ირანზე ეკონომიკური ზეწოლა თეირანს „ბირთვული პროგრამის გაუქმებას“ აიძულებს.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის პირადი საუბრების პარალელურად, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნის ვადას 2027 წლამდე ახანგრძლივებს.
WSJ-ის ცნობით, ამ დროისთვის აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 50 000 სამხედრო მოსამსახურე, 19 სამხედრო გემი, ორი ავიამზიდი და 13 საესკადრო ნაღმოსანი ჰყავს განლაგებული.