აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მოსალოდნელია, რომ ისინი 5-6 სექტემბერს ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან“, – განაცხადეს წყაროებმა მედიასთან საუბარში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის წინასწარი თარიღები უკვე ცნობილია.