ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის სამხედროების განცხადებით, დარტყმები „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელელი სამხედროების მიმართულებით ორი დრონის გაშვებას მოჰყვა. მათი განმარტებით, ინციდენტი იმ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ისრაელმა უსაფრთხოების ზონად გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განხორციელებული იერიში სწორედ დრონების გაშვებაზე საპასუხო მოქმედებას წარმოადგენდა.
დარტყმამდე ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში, ქალაქ არაბ სალიმში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
IDF-ის განცხადებით, აღნიშნული შენობა „ჰეზბოლას“ მიერ გამოიყენებოდა და სწორედ ამიტომ მასზე დარტყმის განხორციელება იგეგმებოდა.