ინდონეზიაში ანაკ კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევამ ქვეყნის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. შემთხვევის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.
ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეფერხებების უმეტესობა სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით განხორციელებულ ფრენებს შეეხო.
მედიის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ფერფლის ამოფრქვევა პარასკევს ღამით დაიწყო. ანაკ კრაკატაუს გააქტიურებასთან ერთად რეგიონში სეისმური აქტივობაც დაფიქსირდა.
ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, ვულკანის ამჟამინდელი აქტივობა ცუნამის წარმოქმნის საფრთხეს არ ქმნის.