აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როდესაც ირანის წინააღმდეგ ომს მოიგებს, ნავთობის ფასი მაშინვე დაეცემა .„ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ეცემა, თუმცა კიდევ უფრო მეტად, როდესაც ირანთან ომს მოვიგებთ. სამი დოლარი გალონზე, მაგრამ, საბოლოოდ, გალონზე ორ დოლარზე ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება და ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.