აშშ-მა კანადიდან გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტი აკრძალა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც კანადიდან აშშ-ში ალკოჰოლური სასმელების ფართო სპექტრი, ასევე, მოტოციკლებისა და რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა.
თეთრმა სახლმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები 8 სექტემბერს ძალაში შევიდა. აშშ-ის მიერ კანადიდან რიგი პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა 29 სექტემბრიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ კი კანადამ აშშ-დან იმპორტირებულ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 15-50%-მდე ტარიფი დააწესა, რომელიც 8 სექტემბერს ამოქმედდა.