“ რუსულმა ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაშავებულები,”  – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული დრონი კიევის დარნიცკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, კორპუსის ფასადი დაზიანდა. კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.  ასევე, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევის ოლქში ხანძრები გაჩნდა.

 უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ღამით რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში ბილა-ცერკვას, ბროვარსკის, ბორისპოლის, ფასტივის, ობუხივისა და ბუჩას რაიონებს დაარტყეს.