“ ვფიქრობ, არის შესაძლებლობა უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდეს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების განახლების გზის პოვნა შესაძლებელი იქნება, რომელშიც აშშ ყოველთვის მზად არის, რომ შუამავლის როლი შეასრულოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ. ასევე მან გასულ შაბათ-კვირას მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს გამართულ მოლაპარაკებებს „შინაარსიანი“ უწოდა. „შაბათ-კვირას, როგორც კიევში, ისე მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები, შინაარსიანი იყო“, – აღნიშნა რუბიომ.