რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დედაქალაქის დარნიცკისა და ობოლონსკის რაიონებში ობიექტები დაზიანდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარნიცკის რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დარნიცკის რაიონში ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ობოლონსკის რაიონში მდებარე საწყობებზეც.
რუსეთის იერიშამდე კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.