აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მანამდე არ გაიმართება, ვიდრე თეირანის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი აცხადებს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ირანი არ უნდა შეცდომაში შეიყვანოს.
„აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავმა გზავნილებმა არ მოგატყუოთ – დაწყებული „მოლაპარაკებები არ იქნებადან“ და „მზად ვართ, საუბრისთვის“ დასრულებული. ნავთობთან და სრუტეებთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა. ზარალის შემცირების მცდელობა იმას ვერ შეაჩერებს, რაც წინ არის“, – წერს რეზაი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 ივნისს გაფორმდა. დოკუმენტი ომის დასრულების მიზნით საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა.
მემორანდუმით განსაზღვრული ვადა აგვისტოში ამოიწურა, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.