აშშ-მა რუსეთის „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ბანკის მონაწილეობას უკავშირდება.

ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) „ვითიბი ბანკის“ წინააღმდეგ ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც დადგინდა მისი მონაწილეობა ირანთან დაკავშირებული სანქციების თავიდან არიდების სქემებში, მათ შორის, სანქცირებულ ირანულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებაში.

„ვითიბი ბანკს“ აშშ-ის სანქციები 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაუწესდა.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამჟამად „ვითიბი ბანკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ დასანქცირებული ფინანსური ინსტიტუტია.

უწყება უცხოურ ფინანსურ ორგანიზაციებს აფრთხილებს, რომ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელებამ მათთვის სანქციების დაწესების რისკი კიდევ უფრო გაზარდოს და მოუწოდებს, „ვითიბი ბანკთან“ არსებული საქმიან ურთიერთობები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.