ლოს-ანჯელესში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 მილის დაშორებით, ჩატსვორთში მოხდა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენში.
CNN-ის ცნობით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ეკუთვნოდა.
ვერტმფრენი ავტომობილებისა და სატვირთო კონტეინერების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.