დღეს  თბილისში, მარში – „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გმირთა მემორიალთან მივლენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.

მარშს შეუერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სამოქალაქო – საზოგადოებრივი ჯგუფები.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.