დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანს ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქება შესთავაზა.   აშშ-ის პრეზიდენტი,  გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანისთვის „არაფერი შეუთავაზებია“.

„Axios-ის სტატია, ისევე როგორც სხვა უმეტესობა, სიცრუეა. მათ ეს ყალბი სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაშალონ!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.  ცნობისთვის, Axios-მა და CNN-მა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ბირთვულ საკითხებზე „კონკრეტული პროგრესის“ სანაცვლოდ, თეირანს სანქციები შეუმსუბუქოს და გაყინული აქტივები განბლოკოს.