დონალდ ტრამპი უარყოფს ინფორმაციას, რომ ირანს ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქება შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტი, გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანისთვის „არაფერი შეუთავაზებია“.
„Axios-ის სტატია, ისევე როგორც სხვა უმეტესობა, სიცრუეა. მათ ეს ყალბი სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაშალონ!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე. ცნობისთვის, Axios-მა და CNN-მა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ბირთვულ საკითხებზე „კონკრეტული პროგრესის“ სანაცვლოდ, თეირანს სანქციები შეუმსუბუქოს და გაყინული აქტივები განბლოკოს.