გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით განახორციელა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონი ჩამოაგდო. აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბალისტიკური რაკეტა ვორონეჟის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და შატალოვოდან. თავდასხმა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც განხორციელდა.
მედიის ცნობით, უკრაინის დროით დილის რვა საათზე უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 10 რუსული დრონი იმყოფებოდა.