უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპის მიერ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილის შეჩერებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთი მიესალმება, ომის დასასრულებლად ეფექტურ ზეწოლად ვერ ჩაითვლება.
„გაუბედაობა აგრესორისთვის არასწორ სიგნალს აგზავნის. ის მხოლოდ ომს ახანგრძლივებს. ლინდსი გრეჰემმა ეს კარგად გაიგო“, – წერს სიბიგა.
მინისტრის განცხადებით, რუსეთი მშვიდობისკენ მოწოდებებს უგულებელყოფს, კრემლი კი არც ზეწოლის მუქარას სცემს პატივს და არც გადადებულ გადაწყვეტილებებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.