აშშ-ში, კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტაში, ბავშვთა საფეხბურთო მატჩის დროს მოედანზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულები ექვსი წლის ბიჭი და 35 წლის მამაკაცი არიან. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტომობილს 34 წლის ქალი მართავდა, რომელიც დაკავებულია. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
პოლიციის ინფორმაციით, მძღოლის შვილიც იმავე სპორტულ კომპლექსში თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა სხვა მოედანზე. სატვირთო ავტომობილში ქალთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა.

მომხდარს ქალაქის მერი ლილი ვუ გამოეხმაურა:

„დღეს ვიჩიტისთვის უმძიმესი დღეა. ოჯახები სპორტულ კომპლექსში მივიდნენ, რათა შვილების ფეხბურთის თამაშისთვის ეყურებინათ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასეთი ტრაგედიით დასრულდებოდა“, – განაცხადა მან.