რუმინეთის საჰაერო ძალებმა შავ ზღვაში, ქვეყნის მიერ კონტროლირებად წყლებში ორი დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, „F-16“-ის ტიპის ორი გამანადგურებელი სამხედრო ბაზიდან, დაახლოებით, 17:43-ზე აფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე 17:59-ზე დაარღვია. ქვეყნის საჰაერო ძალებმა კი მისი ჩამოგდება ორ წუთში შეძლეს. მეორე დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე 18:01-ზე გადაკვეთა. F-16 ტიპის გამანადგურებელმა ის ოთხ წუთში ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე საფრენი ობიექტი „გერანიუმის“ ტიპის თავდასხმითი დრონი იყო. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.