საქართველოს 29-30 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. „ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა” – აღნიშნულია ინფორმაციაში.