აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა , რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენსმა წერილი ირანელ მაღალჩინოსანს, მოჰსენ რეზაის გაუგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით. დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ ვიცე-პრეზიდენტს მოლაპარაკებების განახლება დაავალა, თუმცა აღნიშნა, რომ ვენსს თეირანთან კონტაქტის დამყარების უფლება მისცა. მისი თქმით, ირანელებს მედიკამენტებსა და სხვადასხვა საკითხში დახმარება სჭირდებათ. „მკითხა, რას ვფიქრობდი ამაზე. ვუთხარი: თუ გინდა, გააკეთე, პრობლემა არ არის. არსებითად, საუბარია დახმარების მიწოდებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაჭირვებაში არიან“, – განაცხადა ტრამპმა.