აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელ სტივენ ჰაბარდს შეხვდა, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთში იყო  გასამართლებული.

74 წლის ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

„როგორ იქნებოდა ეს. მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს: „ბატონო პრეზიდენტო, სტივენ ჰაბარდის დაბრუნება მსურს. სხვათა შორის, ჩვენ სანქციებს ახლავე დაგიწესებთ“. წარმოგიდგენიათ ეს? სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დამეწესებინა“, – აღნიშნა  აშშ-ის პრეზიდენტიმა.   თავად ჰაბარდმა ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ამ სანქციებს დასცინიან“.