ბოლო დროს, ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, უნცია ოქროს ფასმა მცირედით მატება დაიწყო. 12:30 საათისთვის მისი ღირებულება 3 895 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.26%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ვერცხლს, 1 უნცია 50.27 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში 1.96%-იან მატებას წარმოადგენს.

საქართველოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. 999 სინჯის გრამის ღირებულება 340 ლარია, 750 სინჯის – 255 ლარი, 585 სინჯის – 198 ლარი.   რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ღირებულება საქართველოში 4.19 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 3.35 ლარი ღირს.