ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე გავლენას მოახდენს. უკრაინის პრეზიდენტმა,  გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დემოკრატების“ მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ, შესაძლოა, მომავალი წლიდან უკრაინისთვის მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფას ხელი შეუწყოს.  მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გაზრდა გავლენას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიციაზეც მოახდენს.

“თუ კონგრესი ახლა ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებს, ისევე, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც პუტინზე გავლენას მოახდენს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.