ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში ისრაელის ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შედგა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზეც.

განხილვის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება იყო. მხარეებმა გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელეს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიური გზების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტული შეთანხმებების ან სამომავლო ერთობლივი ინიციატივების თაობაზე დეტალები მითითებული არ არის.