ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კერძოდ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ოფიციალური პროგრამის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და მის თანმხლებ დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების კონკრეტული დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.